კახეთში 11 ლოკაციაზე კარანტინში 546 პირი იმყოფება
კახეთის რეგიონში მდებარე სასტუმროებში განთავსებულ 11 საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 546 ადამიანი იმყოფება.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კარანტინი 1560 -მა ადამიანმა უკვე დაასრულა.
,,საკარანტინე ზონებში უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების განთავსებას, სამჯერად სრულფასოვან კვებას, სამედიცინო მომსახურეობას, საჭირო მედიკამენტებს და კარანტინის დასრულების შემდეგ, საკუთარ საცხოვრებელ სახლებამდე გამგზავრებას სახელმწიფო უზრუნვეყოფს.
რეგიონში არსებული სასტუმროები, სადაც საკარანტინე ზონები განთავსდა წელგამართული შეხვდება ტურისტულ სეზონს, რადგან აქ მომუშავე პერსონალი ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად არის დატრენინგებული”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.