კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 მოქალაქე. მოიხსნა 16 მოქალაქე.
მისივე თქმით, რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 529 მოქალაქე.
,,გარდა ამისა, ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან.
ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები.
10 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 13 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2118 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალია, 557 კარანტინი”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.