ახალი ამბები

კახეთში 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კარანტინის სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 13 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთის შემთხვევაში არ დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბიოლოგიური ნიმუშების აღება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

,,10 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 13 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2118 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალია, 557 კარანტინი.

გარდა ამისა, ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები, საბაჟოს თანამშრომლები”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.