ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 2118 ნიმუშია გაგზავნილი

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 2118 ნიმუშია გაგზავნილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 842 მედპერსონალის და 557 კარანტინში მყოფი პირების ბიოლოგიური ნიმუში.

,, ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც”,- აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.