ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 5000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, თერმოსკრინინგი უკვე 5000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა.
“თელავის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5000-ზე მეტი მოქალაქე შევამოწმეთ. არც ერთ მოქალაქეს მომატებული ტემპერატურა არ დაფიქსირებია”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თერმოსკრინინგი მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს და დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება.