ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი – ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა არ იგეგმება

ყვარელში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა არ იგეგმება, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ეპიდემიოლოგები ყვარელში მუშაობენ და ინფიცირებულთან კონტაქტების მოძიება გრძელდება.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა კავშირი სასწრაფო დახმარების დაინფიცირებულ ექიმთან, გადავა კარანტინში მკაცრ თვითიზოლაციის რეჟიმში. ამ ეტაპზე უცნობია ვისგან დაინფიცირდა მედიკოსი.

,,დღეს, გვიან როდესაც უკვე გვეცოდინება მოსალოდნელი რისკების შესახებ, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ცენტრალურ საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ გვექნება ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით”.