ყვარლის ადმინისტრაციული შენობის წინ საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
დღეს ყვარლის ადმინისტრაციული შენობის წინ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საგანგებო ბრიფინგი გაიმართავს.
როგორც knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ირაკლი ქადაგიშვილი ისაუბრებს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე. ბრიფინგი 14 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, პირველადი ტესტირებით ყვარელში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ის ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა და პაციენტებსაც იკვლევდა. ამ წუთებში ყვარელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ექიმის კონტაქტებს იკვლევენ.
ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი, ამ კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.