კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა.
,, საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.
ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
მისივე თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.
ეპიდემიოლოგები ყვარლის მედპერსონალის დამატებით გამოიკვლევენ