სოფელ ძირკოკში არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში აღმოჩენილი უძველესი სამარხების გამოსაკვლევად, არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, აღნიშნული სამარხები სავარაუდოდ ადრეული შუა საუკუნების მე-6 მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება.
,, სოფელ ძირკოკში ქვაყუთის ტიპის ორი სამარხი იქნა შესწავლილი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები, რომლებიც გადაეცემა შესანახად და გამოსაკვლევად გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს. სამარხების აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა სოფელ ძირკოკის ისტორია. ირკვევა, რომ დღევანდელი სოფლის ტერიტორია, ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნებიდან ყოფილა დასახლებული.
არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს დახმარებით, “-განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.