ყანდაურაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
სამართალდამცავებმა 60 წლამდე მამაკაცი 25 აპრილს დააკავეს. როგორც knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის კიდევ ოთხ წევს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
“პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღები.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.