საქართველოსა და სომხეთში ერთობლივი პროექტი დაიწყო
საქართველოსა და სომხეთში დაიწყო პროექტი “საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის” (EU4Youth – SEED) , რომელიც მომავალი მწვანე მეწარმეების მოძიებას, მათში ინოვაციური პოტენციალის აღმოჩენასა და ამ პოტენციალის განვითარებას უწყობს ხელს. ერთ-ერთ სამიზნე კუთხეს წარმოადგენს კახეთი და კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტი.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში, პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF) და Green Lane NGO-თან პარტნიორობით.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენა და მისი ხელშეწყობა. პროექტის ამოცანაა, ხელი შეუწყოს მწვანე ინოვაციური იდეების გენერირებასა და მათი განხორციელების მხარდაჭერას. იდეების, რომლებიც ხელს შეუწყობენ მწვანე ზრდას და ექნებათ მნიშვნელოვანი სოციალური ზეგავლენა.
პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას, ახალგაზრდების დასაქმების გაზრდასა და მწვანე მეწარმეობით გარემოსთან დაკავშირებულ გამოწვევებთან ინოვაციური მზებით გამკლავებას.
პროექტის ორგანიზატორები მუშაობენ ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მოწყვლად ჯგუფებთან საქართველოსა (გორი, ახმეტა, ნინოწმინდა) და სომხეთის (ლორი, თავუში, შირაკი) საზღვრისპირა რეგიონებში. პროგრამა აქტიურად ითანამშრომლებს ინოვაციურ ცენტრებთან და ფაბლაბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საწარმოებთან და სხვა, რათა მაქსიმალურად მიაწვდინოს ხმა ახალგაზრდა თაობას და გაზარდოს მათი მოტივაცია, გახდნენ მომავალი მწვანე ინოვატორები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახმეტაში პროექტის განმახორციელებელია კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი KRDF, რომელიც 2008 წლიდა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებზე, მათ შორის: ქალთა გაძლიერება, დევნილებისა და ეკო-მიგრანტების მხარდაჭერა და რესოციალიზაცია, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.