დარჩი სახლში – ზრუნვის ერთობლივი აქცია საგარეჯოში
საგარეჯოს მერიისა და „მედია ცენტრი კახეთის„ ერთობლივი აქციის ფარგლებში საგარეჯოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აზერბაიჯანელებს, COVID-19-ის პრევენციისთვის სურსათის პაკეტები და საინფორმაციო ჩანთები გადაეცათ.
აქციის ფარგლებში დახმარების სახით სულ 800 ოჯახს გადაეცა სურსათი და საინფორმაციო ჩანთები, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე COVID-19-ის პრევენციისთვის ჯანდაცვის რეკომენდაციებია განთავსებული.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურისა და უშუალოდ საგარეჯოს მერის გიორგი ერბოწონაშვილის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ შორის, ეთნიკურად დასახლებული 5 აზერბაიჯანულ სოფელში, სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახებსა და მარტოხელა ხანდაზმულებზე პირველადი მოხმარების სასურსათო ამანათები გაიცა.
საინფორმაციო კამპანია COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის, კახეთშიც მიმიდინარეობს.
კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ადგილს (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით – განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
„კახეთის რეგიონული ჰაბი“ მადლობას უხდის საგარეჯოს მერიას, განსაკუთრებით, ქალბატონ ქეთევან გრატიაშვილს აქციაში ოპერატიული და აქტიური ჩართულობისათვის.
სარეკლამო მასალა (R).