ახალი ამბები

თელავში ტანსაცმლის ბაზრობის გახსნა ჯერ არ იგეგმება

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გავარკვიეთ რომ თელავში ტანსაცმლის ბაზრობის გახსნა ჯერ არ იგეგმება.

როგორც Knews-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ბაზრობის გახსნა არ იგეგმება.

,,კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ მთავრობის რეგულაციების თანახმად ეტაპობრივად გაიხსნება მსგავსი დაწესებულებები”, – განუცხადა knews-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პიარის წარმომადგენელმა ნათია ნანაშვილმა.

ბაზრობების გამყიდველები ჩივიან, რომ სეზონი ფაქტობრივად, ჩავარდა და ვალებსაც ვერ იხდიან.

,,რამდენი ხანია დაკეტილები ვართ. პრობლემები ბევრია, ბევრ ბანკის ვალი აქვს, ოჯახებს ამ შემოსავლით ვარჩენდით. გარდა ამისა, სეზონი ჩავარდა. მაისში ვინ იყიდის ადრე გაზაფხულის ტანისამოსს და ფეხსაცმელს? ზაფხულის საქონელი კიდევ როგორ უნდა შემოვიტანოთ? ბევრი პრობლემებია და მოგავრება სჭირდება. საშიში მდგომარეობაა, ვიცით, რომ ვირუსის პიკის პერიოდში შევედით, მაგრამ რარაცნაირად ჩვენც მოგვხედოს მთავრობამ”, – აცხადებენ ბაზრობის მოვაჭრეები Knews-სთან პირად საუბრებში.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე