ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
ლატვიაში კორონა ვირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 52 წლის კაცი თელავში ცხოვრობდა, უცხო ქვეყანაში კი სამუშაოდ იყო წასული.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს გულთან დაკავშირებელი პრობლემები ჰქონდა, covid 19 კი ლაბორატორილუად რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, რის შედეგაც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.
მათივე თქმით, ცხედრის გადმოსვენებასათან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი უკვე 485 მოქალაქე დაუდასტურდა, საიდანაც 149 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კი გარდაიცვალა.