ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სექტორი გამოწვევების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით იმ პროდუქტებს შეეხება, რომლებიც შიდა მოთხოვნას, მათ შორის, ტურიზმის სექტორის მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, ფერმერების დახმარების სპეციალური ღონისძიებების ნუსხა უახლოეს მომავალში წარუდგინოს მთავრობას.

„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის.

ჩვენი შემდგომი ყურადღების და დახმარების ობიექტი იქნება, სოფლის მეურნეობა და ფერმერები. პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღებაც პრობლემა იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.