ახალი ამბები

კახეთში 38 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

25 აპრილის მონაცემებით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, დღეის მდომარეობით კახეთში Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს.
,,კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 25 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 38 ნიმუში საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან.ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. 11 საკარანტინო ლოკაციაზე კი იმყოფება 592 მოქალაქე.