ახალი ამბები

საჯარო სკოლებში სწავლა სექტემბერში განახლდება

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება. რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გახარიას განცხადებით, მექანიზმი შენარჩუნებული იქნება.

„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება.

ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.