კახეთში ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება უჭირთ
კახეთში ფერმერები მოყვანილი პროდუქციის გაყიდვას ვერ ახერხებენ. მოყვანილი ხილის, ბოსტნეულის, ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაციის პრობლემას ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვასა და დაკეტილ აგრარულ ბაზრებს უკავშირებენ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივების ნაწილმა პროდუქციის გაყიდვა ინტერნეტ პორტალების მეშვეობით სცადა, თუმცა ნაწარმის რეალიზაციის პრობლემა მაინც აქვთ.
თელავში მცხოვრები გიორგი ნახუცრიშვილი, აგრარული ბაზრის დაკეტვის გამო, თევზს და ლორს ვერ ყიდის. რეალიზაციის პრობლემა შეექმნა.
მან პროდუქტის გასაყიდად განცხადება ინტერნეტშიც გამოაქვეყნა, თუმცა მყიდველი ცოტა გამოჩნდა.
მეწარმე მიუთითებს, რომ მდგომარეობა მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვამ გაამძაფრა, რადგან ის ვერ ახერხებს ინტერნეტით შეკვეთილი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას.
,,იქიდან გამომდინარე, რომ თელავის აგრარული ბაზარი დაიკეტა, გამზადებული შებოლილი და შეუბოლავი ხორცი და თევზი გასაყიდი დამრჩა. სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება სხვადასხვა ჯგუფში და იაფად ვყიდიდი, თუმცა გადაადგილების აკრძალვამ ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო, რადგან შეკვეთები ადგილზე ვერ მიმაქვს’’,– აცხადებს გიორგი ნახუცრიშვილი. პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ ხორცის, თევზის, ფრინველის, ბოსტნეულის, ხილის, ტექნიკის თუ სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტის მწაროებელი და გამყიდველი მცირე მეწარმეები და ფერმერები. ისინი შიშობენ, რომ თუ პროდუქტს ვერ გაყიდიან, მისი გადაყრა მოუწევთ. პრობლემის მოგვარებას ონლაინ ვაჭრობით ცდილობს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთარ გაგნიძე, რომელიც მეფრინველეობას მისდევს. მისი თქმით, ნატურალურ პროდუქტზე გაზრდილი ქათმების გაყიდვას იაფად ცდილობს.
,,ერთ ცალ ქათამს, რომელიც 700 გრამს იწონის, 2 ლარად ვყიდი, 1 კილოზე მეტი წონის ქათამს 4 ლარად, ხოლო ცოტა მეტ წონიანს 5 ლარად. სუფთა და სიმინდით ნაკვები ფერმის ქათმები არიან. ასეთი დაბალი ფასი დაკავშირებულია კორონავირუსთან და არსებულ კრიზისთან. სანამ ყველაფერი არ გადაივლის, ფასი არ შეიცვლება’’, – წერს სოციალურ ქსელში ოთარ გაგნიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ არცერთ ფერმერს თუ მეურნეს, ან მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს არ ექნება გადაადგილების პრობლემა, თუ ისინი თვითმმართველობებისგან შესაბამის საშვებს მიიღებენ.
“თითოეული შეზღუდვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს დამატებით დისკომფორტს ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქმიანობას. ვიცით, რომ სატრანსპორტო გადაადგილებების შეზღუდვამ და შეზღუდვის გაგრძელებამ ჩვენს მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა.
ჩვენმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა არ არის მათთვის ყველაზე კომფორტული პერიოდი; ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში; გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში. გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ ფერმერებისთვის მივიღეთ, გვაძლევს საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები, გარკვეული დაბრკოლებებით, თუმცა შეფერხების გარეშე ჩაატარონ. შესაბამისი მუნიციპალიტეტები ფერმერებისთვის გასცემენ საშვებს გადაადგილებისთვის, ასევე მცირე მაღაზიების ოპერირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ უკვე განცხადდა, ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას ვუგზავნით ყველა ფერმერს საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფეხით გადაადგილებას ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში, მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული არ არის’’, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური