ახალი ამბები

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 2000 სამედიცინო ნიღაბი გადასცა

გერმანული ორგანიზაცია “DVV International” – საქართველოს დაფინასნებით, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა, ჭრა-კერვის კურსის ფარგლებში, შეკერა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა 2000 სამედიცინო ნიღაბი.

ცენტრი კიდევ გეგმავს პირბადეების დამზადებას და მუნიციპალიტეტისთვის კვლავ უსასყიდლოდ გადაცემას.

“ცენტრი პირბადეებს კვლავ გადასცემს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, რათა მათ დაურიგონ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რისკის შემცველები და საჭიროებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას. თუ დაინტერესებული ადამიანები რესუსრს მოგვაწვდიან, ჩვენი კურსის მკერავები პირბადეებს შეკერავენ”, – განუცხადა knews-ს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნერსეზაშვილმა.

 

ავტორი: მარიამ ოქრიცვარიძე