თელავის მერიაში არ ადასტურებენ რომ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების სია იქმნება
გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების სიას ქმნის, რომლის მიზანია მათი დახმარება.
გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, Knews-ს სწერს ბევრი მოქალაქე რათა მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარება.
როგორც knews-ს მერიაში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე