კახეთში კორონავირუსი 15 მოქალაქეს არ დაუდასტურდა
23 აპრილს კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 15 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა, თუმცა COVID 19 არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანალიზების სინჯები გუშინ როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან ისე საკარანტინო სივრცეებიდან აიღეს.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
კახეთში კარანტინში, 10 ლოკაციაზე, 581 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში 15 ადამიანი რჩება, ხოლო სპეციალისტების მეთვალყურეობა კი 4 მოქალაქეს მოეხსნა.