ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 18 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

კახეთში კორონავირუსზე ანალიზი კიდევ 18 მოქალაქეს აუღეს. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს.

კვლევის შედეგები დღეს ღამე ან ხვალ დილით გახდება. ნიმუშების ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრებში იზოლირებულ განყოფილებებიდან აიღეს. მედიკოსების ინფორმაციით, ზოგიერთ პაციენტს ორმრივი პნევმონია აღენიშნა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

კახეთის რეგიონის 4 ე.წ ცხელების ცენტრში 73 საწოლია აქვთ, სადაც შესაბამისი სამედიცინო ინვეენატრი და აღჭურვილობა რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს.

როგორც “კახეთის ხმას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში განუცხადეს, რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.