კახეთში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, რეგიონის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში 24 პაციენტის ანალიზი გაგზავნეს, თუმცა არცერთ მათგანს COVID19 არ დაუდასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს კიდევ 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. პასუხები დღეს გვიან ღამე ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.