ახალი ამბები

სოფელ კაბალში პირბადეების კერვა დაიწყეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ადგილობრივმა სევინჯ ჯალალოვამ პირბადეების კერვა დაიწყო.

ოჯახის წევრის არზუ ჯალალოვას თქმით, პირბადეები საკუთარი მოხმარებისთვის, მეზობლებისთვის და სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის შეკერეს და უსასყიდლოდ გადასცეს.

,,აფთიაქში პირბადეებს ვერ ვყიდულობდით, რადგან მარაგი არ იყო და გადავწყვიტეთ, რომ თავად შეგვეკერა. თავიდან რამდენიმე პირბადე შევკერეთ და ჩვენს ახლობლებს და მათ ბავშვებს ვაჩუქეთ. შემდეგ შევკერეთ 100 ცალი პირბადე და გვინდა, უსასყიდლოდ მსურველებს გადავცეთ. შესაკერად ნაჭერი ჩვენ შევარჩიეთ, სახლში გვქონდა”, – განუცხადა knews. Ge-ს არზუ ჯალალოვამ.

 

ავტორი: მაკა ხაზიური