კახეთში 10 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთის ცხელების ცენტრებიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია.
მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნულ პირებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო აღენიშნებოდათ, რის გამოც ისინი საკარანტინე სივრციდან ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, კარანტინში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე ინფორმაციით, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში 11 საკარანტინო ზონაა, სადაც 456 მოქალაქე იმყოფება.
კახეთში ცხელების ცენტრად 4 კლინიკაა შერჩეული.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 2 კლინიკა თელავში, 1 ლაგოდეხში და 1 საგარეჯოშია.
მისი თქმით, აღნიშნული კლინიკები უკვე აღიჭურვა სათანადოდ და პერსონალმა გაიარა სპეციალური გადამზადება.