კახეთში საკარანტინო ზონა 127-მა პირმა დატოვა
დღეს, კახეთის რეგიონში არსებული ერთ-ერთი საკარანტინო ზონა 127 კაციანმა ჯგუფმა დატოვა.
კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში მყოფ ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ ექიმები, უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და შესაბამისი პირობებით.
საკარანტინო ზონაში დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდა.
,,ვიზიტორების ტრანსპორტირება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიმართულებით განხორციელდა. გამგზავრებამდე ვიზიტორებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე დატოვეს საკარანტინო სივრცე”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური