კახეთში კარანტინის სივრცეების რაოდენობა გაიზრდა
კახეთის რეგიონში კარანტინის სივრცეების რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 საკარანტინო სივრცეში 562 მოქალაქე იმყოფება.
მისი თქმით, კარანტინში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია სტაბილურია, 14 პირს კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამ დროისთვის კი ლუგარის ლაბორატორიიდან 10 პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან. რეგიონში თითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა. ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება.