ახალი ამბები

გურჯაანში დიალიზის პროგრამით მოსარგებლეები ტრანსპორტირების გაორმაგებულ თანხას მიიღებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დიალიზის პროგრამით მოსარგებლე, დაუნის სინდრომის, 0 – 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს, ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა გაუორმაგდათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო ქუმსიაშვილის განცხადებით, 72 ბენეფიციარი თანხას მიმდინარე თვიდან მიიღებს.

,,საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ 72 ბენეფიციარისთვის გაგვეორმაგებინა აღნიშნული თანხა. ეს ითვალისწინების ტრანსპორტით გადაადგილების საფასურის თანადაფინანსებას”.