კახეთში კორონავირუსზე 10 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
კახეთიდან დღეს ლუგარის ლაბორატორიაში ათი პაციენტის ანალიზი გაიგზავნება.
პასუხები დღეს გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები საკარანტინე სივრციდან ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე გაიზარდა საკატანტინე სივრცეების რაოდენობა და 11 ლოკაციაზე 562 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 11 ადამიანი რჩება.