,, მეღვინეობა გრანელი” წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს გარკვეულ დაწესებულებებს უფასოდ მიაწვდის
ყვარელში მოქმედმა ღვინის მწარმოებელმა კომპანია “მეღვინეობა გრანელმა” ანტისეპტიკური და ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია დაიწყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წარმოებულ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემენ.
,,გადავწყვიტეთ, ჩვენი წარმოების ხელის სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადავცეთ შემდეგ დაწესებულებებს: ბავშვთა სკოლა-ინტერნატებს, მოხუცთა თავშესაფრებს, შშმ პირთათვის განკუთვნილი საოჯახო ტიპის სახლებს.
აღნიშნული დაწესებულებების თითოეულ ბენეფიციარზე, მზად ვართ, გამოვყოთ თითო ლიტრი ხელის სადეზინფექციო ხსნარი”, – აცხადებენ კომპანიაში.