გურჯაანის ,,ჯეო ჰოსპიტალსი”კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავიდა
გურჯაანში არსებული სამედიცინო კლინიკის “ჯეო ჰოსპიტალსის” ამბულატორია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის განსხვავებულ ფორმატზე გადავიდა.
იმის გამო, რომ კლინიკაში მისვლისას არ გახდეს საჭირო რიგში დგომა და არ მოხდეს ჯანმრთელი პაციენტის დაინფიცირება, მიღებულია შემდეგი ზომები:
პაციენტმა კლინიკაში მისვლამდე უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე 032 2 505 222 და ოპერატორის მეშვეობით შეავსოს მოკლე კითხვარი, რომლის მიხედვით მოხდება განსაზღვრა პაციენტი საჭიროებს ოჯახის ექიმთან ვიზიტს თუ კლინიკაში კონსულტაციას;
პაციენტის ჩივილებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ოჯახის ექიმის ბინაზე ვიზიტი;
საჭიროების შემთხვევაში მოხდება გადაუდებელი სასწრაფო დახმარების 112-ის გამოძახებაც, რომელიც პაციენტს კლინიკის სტაციონარულ განყოფილებაში მოათავსებს.