ახალი ამბები

კახეთში აგრარული ბაზრები იხურება

კახეთის რეგიონში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.

დღეს დაიხურა წნორისა და კაბლის ბაზრებიც.

აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაციებს და გაფრთხილებას მერიიდან იღებენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი, გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად იღებს.

ბაზრების ეტაპობრივი დახურვა კორონავირუსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიებში აცხადებენ, ადგილი ქონდა გარკვეული რეგულაციების დარღვევას, მათ შორის დისტანციის მკაცრად დაცვის საკითხებს.

ცნობისათვის, უკვე დაიხურა თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარებიც.