ახალი ამბები

რა შეზღუდვები მოქმედებს პროდუქტის შეძენაზე თელავის მაღაზიებში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მაღაზიები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.

სასურსათო მაღაზიების ნაწილმა პროდუქტებზე გაყიდვის ლიმიტი დააწესა.

,,ერთ მომხმარებელზე ერთჯერადად შესყიდვის ლიმიტია შაქარი 5 კილოგრამი, ბურღულეული 5 კგ, ზეთი კი, 5 ლიტრი. ყველამ გაითვალისწინეთ, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მუშაობენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში და გრაფიკით უწევთ სხვადასხვა სიშორის ლოკაციებზე სხვადასხვა ქსელის მომარაგება. გვსურს, არცერთი მომხმარებელი არ დარჩეს უკმაყოფილო. მარაგები ქვეყანაში საკმარისზე მეტია”, – წერია მაღაზიათა ქსელის თელავის ერთ-ერთი ფილიალის შესასვლელის კარზე.

მსგავსი განცხადებები გაჩნდა სხვა მცირე და დიდი მარკეტების შესასვლელებთანაც.

მაღაზიების მფლობელები განმარტავენ, რომ აღნიშნულ სიახლეს მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ხვდება.

მარკეტების წინ მკაცრად კონტროლდება რიგის და სოციალური დისტანციის საკითხებიც.

 

ავტორი: მაკა ხაზიური