კახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 28-მდე შემცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 5 აპრილის მონაცემებით, დღეისთვის კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 28 პირი რჩება.
კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციის პერიოდი 5 აპრილის მონაცემებით 6-მა მოქალაქემ დაასრულა.
,,კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, დღეის მდგომარეობით კახეთში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრებად შეჩეულია 4 კლინიკა მათ შორის ორი თელავში, 1 ლაგოდეხსა და 1 საგარეჯოში. მათ უკვე დაიწყეს პაციენტების მიღება და აჟამად ოპერირებენ როგორც შერჩეული კლინიკები”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე განთავსებულ საკარანტინო სივრცეში 494 მოქალაქე იმყოფება.