ახალი ამბები

კახეთში 10 ლოკაციაზე კარანტინში 494 პირი იმყოფება

კახეთის რეგიონში 10 საკარანტინო სივრცეში 494 პირი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანშვილის თქმით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე განმარტებით, 5 აპრილის მონაცემებით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 28 პირი რჩება, თვითიზოლაციის პერიოდი კი 6-მა მოქალაქემ დაასრულა.

მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.