გურჯაანის აგრარული ბაზარი დღეიდან მუშაობას აჩერებს
გურჯაანის აგრარული ბაზარი დღეიდან მუშაობას აჩერებს და დროებით იხურება.
ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაცია და გაფრთხილება მერიიდან უკვე მიიღეს.
ბაზრის დირექციაში განმარტავენ, რომ ისინი იცავდნენ ყველა მოთხოვნას, ასევე ტარდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები და 10-ზე მეტ პირს ბაზარში არ უშვებდნენ, თუმცა ბაზრის დაკეტვის გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული.
გაურკვეველი ვადით აგრარული ბაზარი დაიკეტა თელავშიც, მოვაჭრეებმა ბაზრიდან უკვე გაიტანეს პროდუქტი.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.