ახალი ამბები

კახეთის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა

კახეთის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის შესასვლელებთან სპეციალური პუნქტების ამუშავებით მთლიანად რეგიონის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.

ახალ პუნქტებზე, კვლავ პოლიციისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები განთავსდებიან.

რეგიონში შემსვლელ და გამსვლელ მგზავრებს კი თერმოსკრინინგს სამხედრო ექიმები ჩაუტარებენ.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა