თელავში საკონტროლო- გამშვები პუნქტები გაუქმდა
თელავის მაგივრად საკონტროლო გამშვები პუნქტები კახეთის შესასვლელებში მოეწყობა.
თელავის შესასვლელებში მოწყობილი ოთხივე საკონტროლო გამშვები პუნქტი გაუქმდა და ოთხივე ლოკაციაზე პუნქტების დემონტაჟი უკვე დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა, უკვე რეგიონის შესასვლელებში იგეგმება, საიდანაც მთლიანი კახეთის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი.
ახალ პუნქტებზე, კვლავ პოლიციისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები განთავსდებიან და რეგიონში შემსვლელ და გამსვლელ მგზავრებს, თერმოსკრინინგს სამხედრო ექიმები ჩაუტარებენ.
საკონტროლო გამშვები პუნქტები სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებოდათ, თელავის შემოსასვლელებში 31 მარტს დამონტაჟდა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.