ირაკლი ქადაგიშვილი- კახეთში შექმნილი ცხელების ცენტრები სათანადოდ არის აღჭურვილი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში ცხელების ცენტრები მოინახულა.
მისი თქმით, აღნიშნული ცენტრები მზადყოფნაშია, აღჭურვილია სათანადო ინვენტარით და პერსონალი გადამზადებულია.
“კახეთში 4 ცხელების ცენტრია გახსნილი- საგარეჯოს, ლაგოდეხის და თელავის მუნიციპალიტეტებში. დავათვალიერეთ თითოეული ცხელების ცენტრი. ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. პერსონალი შესაბამისად მოტივირებულია. მათ გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა, ვფიქრობთ რომ ეს ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.