სიღნაღში მცხოვრები ბიზნესმენი სოფელ ერისიმედში 81 ოჯახს დაეხმარა
სიღნაღის მუნიციპლიტეტიში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ბიზნესმენმა ავთანდილ ტუხაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ ყველა ოჯახს (81ოჯახი) პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და თითო ტომარა ფქვილი გადასცა.
აქციის ფარგლებში, სოფელ ერისიმედში მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშილმა მოსახლეობას და მესაზღვრეებს პირბადეები ჩაუტანა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.