ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი – კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ექვემდებარება.

ნელი ხიზანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ COVID19-ის საეჭვო სიმპტომებით კახეთის საკარტინო ზონიდან სტაციონარში არც ერთი მოქალაქე არ გადაუყვანიათ.

რეგიონში, 10 ლოკაციაზე, კარანტინში 604 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 52 მოქალაქე რჩება.