კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რვავე მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ხელფასის ერთ მესამედს COVID-19-ის ფონდში გადარიცხავს
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ყოველთვიური ანაზღაურების ერთ მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.
ამ გადაწყვეტილებით სამხარეო ადმინისტრაცია და თვითმმართველი ერთეულები მმართველი პარტიის ინიციატივას უერთდებიან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთოს და ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესის შედეგად დაზარალდნენ, სოლიდარობა გამოუცხადოს.
სოლიდარობის აქტის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.