კახეთში ცხელების ცენტრად 4 კლინიკაა შერჩეული
კახეთში ცხელების ცენტრად 4 კლინიკაა შერჩეული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 2 კლინიკა თელავში, 1 ლაგოდეხში და 1 საგარეჯოშია.
მისი თქმით, აღნიშნული კლინიკები უკვე აღიჭურვა სათანადოდ და პერსონალმა გაიარა სპეციალური გადამზადება.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
3 მარტის მონაცემებით, კახეთში კარანტინში 604 პირი იმყოფება, თბითიზოლაციაში 52, ხოლო იზოლაციის პერიოდი 27-მა პაციენტმა დაასრულა.