კახეთში 10 ლოკაციაზე კარანტინში 604 პირი იმყოფება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, 3 მარტის მონაცემებით, ამ დროისთვის 10 საკარანტინო სივრცეში კახეთში 604 პირი იმყოფება.
განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში თვითიზოლაციაში 52 პირი იმყოფება, 27-ს კი მოეხსნა თვითიზოლაციის რეჟიმი.