კახეთში თვითიზოლაციაში 52 მოქალაქე იმყოფება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით კახეთის რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 52 პირი რჩება.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, 3 მარტის მონაცემებით, 27 პირს მოეხსნა თვითიზოლაციის რეჟიმი.
მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.