ახალი ამბები

თელავში მოხალისეები უკვე 111 ხანდაზმულს დაეხმარნენ

თელავში ახალგაზრდა მოხალისე გოგონების ჯგუფი აგრძელებს ხანში შესული ადამიანების დახმარებას. ისინი 10 დღეში უკვე 111 ხანდაზმულს დაეხმარნენ.

როგორც knews. Ge-ს მოხალისეთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სოფო სუხიტაშვილმა განუცხადა, ისინი საქველმოქმედო აქციას აქტიურად გააგრძელებენ.

“ უამრავი ადამიანი ჩაერთო, ისევ და ისევ დიდი მადლობა მათ. რაც მთავარია სხვებმა წამოიწყეს ჩვენს მაგალითზე, დახმარების სურვილიც უამრავმა გამოთქვა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. ჩვენი ანგარიშის ნომრებია:

თიბისი ბანკი – GE60TB7555845061100046

საქართველოს ბანკი – GE13BG0000000160991670″, – განაცხადა სოფო სუხიტაშვილმა.