ახალი ამბებიბლოგები

როგორ გამოვიყენოთ დრო თვითიზოლაციაში

თვითიზოლაცია ჩემთვის ასოცირდება დეპრსიულ გარემოსთან, გამოიკეტე სახლში და ხარ ესე დათვივით, რომელიც იძინებს მაინც.

ამ გარემოებაში დრო ნელა გადის, თავიდან ყველაფერი დეპრესიულად მეჩვენებოდა, მაგრამ საკუთრი თავი თავადვე გავამხნევე, ამიტომ მოვძებნე ის, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს და ამისათვის დრო არასდროს მქონდა.

პირველ რიგში გადმოვალაგე წიგნები, რომლის წაკითხვაც სულ მინდოდა, თუ წიგნი არ გაქვთ, შეგახსენებთ, რომ უფასო გახდა ელექტრონული წიგნები, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ისე წაიკითხოღ. შემდეგ ავარჩიე ფილმები, რომლის ყურებისთვის ასევე დრო არ მქონდა, სერიალები, მივალაგე ტანსაცმლის კარადა, ვიპოვნე ბევრი ახალი ტანსაცმელი.

ასევე აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში ცხოვრობს ერთი ბიჭი, რომელიც ჩემი ძმაა და ერთი ქალბატონი, რომელიც დედაჩემია, უფრო დავახლოვდით, ერთად ვაკეთებთ ბევრ რამეს.

ასევე ბევრი დრო გავქვს ფიქრისთვის და სამომავლო გეგმების დასახვისათვის, ახალი უნარების აღმოჩენისთვის. იცოდით, რომ ხახვის დაჭრისას თვალზე წყალს თუ მოისვამთ, აღარ დაგეწვებათ?

აი მე არ ვიცოდი და აღმოვაჩინე. ვისაც ცხოველი ან ცხოველები გვყავს, დამეთანხმება, რომ სახლში ყოფნა იმაზე დიდი სიამოვნებაა, ვიდრე ქალაქში სიარული.

ასევე ბევრი დრო მაქვს ხატვისთვის და წერისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ უამრავი დრო საკუთრი თავისთვის, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად და ეს დღეებიც მარტივად გადასალახი გახდება. აუცილებლად დარჩით სახლში, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.

 

მარიამ ოქროცვარიძე