ახალი ამბები

კახეთში სავალდებულო საკარანტინო პერიოდი 124-მა მოქალაქემ დაასრულა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცეები, 27 მარტიდან 1 აპრილის პერიოდში, კახეთში 124-მა ადამიანმა დატოვა.

რის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის და კორონავირუსის საფრთხის გამო მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
DMO Visit Kakheti-ის რეგიონალური დირექტორი მალხაზ ჭრელაშვილი განმარტავს, რომ 100 მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით და დაფინანსებით გაემგზავრა.
,,პირველი საკარანტინო სივრცე, რომელიც მოწყობილი იყო სასტუმრო სავანეთში, 28 მარტს დატოვეს მოქალაქეებმა, მეორე ,, შატო მერე” და ,,პარკ ჰოტელი.”
ისინი ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ,
თუმცა იყო რამდენიმე ადამიანი ახალი ზელანდიიდან. მოქალაქეებმა სასტუმროები 1 აპრილს დატოვეს. გადაადგილება ჩვენმა ორგანიზაციამ უზრუნველყო ტრანსპორტით. ჩვენი სახსრებიდან დავაფინანსეთ და გადავიყვანეთ საცხოვრებელ ადგილებამდე: რუსთავში თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, მარნეულში და ბოლნისში, ჯამში 18 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში”, – განუცხადა knews. Ge-ს მალხაზ ჭრელაშვილმა.