ახალი ამბები

მოქალაქეს, რომელსაც მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვნენ

მოქალაქეს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და ანამნეზის შეფასების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ტესტირებას ჩაუტარებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხახებენ, რომ მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოებზე უზომავენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ის მგზავრები, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, დროებით, ტესტის პასუხებამდე, თვითიზოლაციაში იქნებიან.

სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, რათა მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.