ახალი ამბები

თელავში მცხოვრები აქტივისტის მიმართვა ჟესტურ ენაზე

თელავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოჭორიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ნინო მეგობრებს ეუბნება, რომ ვირუსის გამო დარჩნენ სახლში რათა ყველაფერი იყოს კარგად.

,,უდიდესი პრობლემა რაც საზოგადოებაში არსებობს – ხიდჩატეხილობა და ნაკლებად საჭირო საზღვრებია, რომელიც იწვევს ინფორმაციის ნაკლებობას და ადამიანთა გარიყვას.
აუცილებელია, ვაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რადგან ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია.

ჩემი აქტივობა, რომელიც ვიდეო მიმართვებს, სხვადასხვა საინფორმაციო ვიდეო რგოლებს და პოსტებს გულისხმობს, მიმართულია საზოგადოების ინფორმირებისკენ. მინდა, ყველა ადამიანს ქონდეს ინფორმაცია რათა დაიცვას თავი და საზოგადოება საფრთხისგან. ასევე, ჩემი მიზანია, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად”, – განუცხადა knews-ს ნინო ბოჭორიძემ.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე